8/28/2011
დინამო-ზესტაფონის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია (EN)

ალექს გარსია – ძნელი მატჩი იყო, ფეხბურთელები მორალურად რთულ ვითარებაში იმყოფებოდნენ, ისინი ჯერ კიდევ ხუთშბათის მატჩის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ და თამაშში შესვლა გაუჭირდათ. კოშკაძის და ჩისკოს სასტარტოში არ ყოფნის მიზეზიც გადაღლა გახლდათ. სხვებს მივეცით თამაშის საშუალება, რომლებიც თავიანთ საქმეს კარგად ასრულებენ.
გიორგი ჭიაბრიშვილი – რთული მატჩი იყო, დიდი გამოცდა და დატვირთვა იყო. გამომდინარე აქედან ეს არ გახლდათ საუკეთესო მატჩი ორივე გუნდისთვის. დინამო კარგი გუნდია. ფრე ლოგიკური შედეგი გახლდათ. გელაშვილის არყოფნის მიზეზი ტრავმა გახლდათ. მინდა აუცილებლად გითხრათ და მადლობა უთხრა დინამოს და მის მთავარ მწვრთნელს, რომელიც მატჩის გადადების მომხრე გახლდათ, ვინაიდან ჩვენ მგზავრობით გადაღლილები გვიწევდა თამაში. გარსიამ მითხრა, რომ დასვენებულზე, რეალურად გამოჩნდებოდა რეალური ძალა, ჩვენიც და მათიც.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019