9/23/2011
დინამო-მერანი ბასაზე (EN)

დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნი გათამაშების დებიუტანტთან, მარტვილის მერანთან, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართავს.

2011/2012 წლების სეზონში დინამო თბილისი ბასაზე მეორე შეხვედრას გამართავს, ამჯერად მასპინძლის სტატუსით. დინამო თბილისსა და მარტვილის მერანს შორის შეხვედრა თბილისის დროით 16:00-ზე დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩვენს კლუბს საშუალება ექნება მეტოქეს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე უმასპინძლოს. მატჩზე დასწრება შეზღუდული იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019