25.11.2018
ბრინჯაოს მედლები ატეიტის თასზე

ატეიტის თასზე გამოსვლა დინამოს მეოთხე გუნდმაც დაასრულა. ჩვენი გუნდის 10 წლამდე შემადგენლობამ წინამორბედების მსგავსად წარმატებულად იასპარეზა და 36 გუნდს შორის მესამე ადგილი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებისთვის გადამწყვეტი მატჩი დინამოელებმა რიგის საფეხბურთო სკოლის გუნდთან გამართეს და შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხეს ლატვიელები. გოლები რიგელთა კარში კობა კაკაშვილმა და საბა ხარებაშვილმა გაიტანეს.

ტურნირი პატარა დინამოელებმა ვოლოგდის ოლიმპთან 4:1 გამარჯვებით გახსნეს. თავი პირველ შეხვედრაში ნიკა სილაკაძემ, გიორგი ლომიძემ, კობა კაკაშვილმა და დათო წიქარიშვილმა გამოიჩინეს. ვილნიუსის ჟალგირიეტისთან ყაიმით 2:2 დასრულებულ მატჩში გოლები ანდრია ეკუტიძემ და ნიკა სილაკაძემ გაიტანეს. მედლებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად თბილისელებს მოსკოვის როდინას ბარიერის გადალახვა სჭირდებოდათ, რაც წარმატებით გამოუვიდათ და რუსებს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. მოგებულ შეხვედრაში დუბლით ანდრია ეკუტიძე გამოირჩა, თითო გოლი კი დათო ადამიას და ნიკა სილაკაძის ანგარიშზეა. მოსკოვის დევიატკასთან დაძაბული მატჩი საბოლოოდ ჩვენი გუნდის მარცხით 1:2 (საბა ხარებაშვილის გოლი)  დასრულდა (დევიატკა ტურნირის გამარჯვებული გახდა), შიაულიაი კი ზურა ელიავას გუნდმა 5:0 დაჯაბნა. ლიეტუველთა კარში გოლები კობა კაკაშვილმა, ანდრია ეკუტიძემ, გიორგი ლომიძემ, გიორგი მელქაძემ და ნიკა სილაკაძემ გაიტანეს.

ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული ანდრია ეკუტიძემ მიიღო, გუნდმა კი ბრინჯაოს მედლები და მესამე ადგილისთვის განკუთვნილი თასი ჩაიბარა.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018