11.03.2019
19 წლამდელებმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

პირველი ტურის გამოტოვების შემდეგ 19 წლამდელთა ლიგის გათამაშებაში დინამო თბილისიც ჩაერთო. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა შევარდენს უმასპინძლა და ახალი სეზონის სადებიუტო შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. დინამოელებმა სტუმრებს ერთის წილ ექვსი გოლი გაუტანეს. შეხვედრაში თავი კალანდაძემ, გაბიტაშვილმა, მოისწრაფიშვილმა, გულდედავამ, აბუაშვილმა და ლომთაძემ გამოიჩინეს. მომდევნო მატჩს თბილისელები 14 მარტს ბოლნისში ადგილობრივ სიონთან გამართავენ.

ასევე გამარჯვებით დაიწყო ტურნირი გოჩა ჩიქოვანის მიერ დამოძღვრილმა 17 წლამდე გუნდმა. დინამოელებმა საბურთალო 2 მიიღეს და 7:1 დაჯაბნეს მეტოქე. ბზეკალავამ ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი ქოჩაკიძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი მორჩილაძემ და ოსიყმაშვილმა გაიტანეს. დინამოელები მომდევნო მატჩს 16 მარტს თელავში ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 6:1 შევარდენი

U17 დინამო 7:1 საბურთალო 2

 

 

 

U19 დინამო: კუტალაძე, კალანდაძე, გაბიტაშვილი, ხვადაგიანი, მექვაბიშვილი, აწყურელი, ხორხელი, მოისწრაფიშვილი, ჯანგველაძე, აბუაშვილი, გულდედავა

სათადარიგო სკამი : კუტალაძე, მელიქიშვილი, ჯანგიძე, ფარულავა, ჩარკვიანი, ლომთაძე, მორჩილაძე

 

 

U17 დინამო: ქოჩაკიძე, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ლომინაძე, ბზეკალავა, ოსიყმაშვილი, ჩხეტიანი, კვარაცხელია, იაკობიძე, ერაძე, ტურძელაძე

სათადარიგო სკამი: შურღაია, ჩინჩალაძე, ბექაური, მიქაუტაძე, ცეცხლაძე, გაგნიძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019