14.03.2019
დინამოელები 19 წლამდე ნაკრებში

სანაკრებო პაუზის პერიოდში თავის შეხვედრებს გამართავს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებიც. ახალგაზრდა ჯვაროსნები 22 და 25 მარტს ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩებისთვის მოსამზადებლად დინამოდან 9 ფეხბურთელს უხმო. ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე, სანდრო კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნიკა ხორხელი და ანზორ მექვაბიშვილი თანაგუნდელებთან ერთად მოემზადებიან თამაშებისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019