15.04.2019
დარასელიას თასი 2019 - ტურნირისწინა პრესკონფერენცია

დღეს დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე საერთაშორისო ტურნირისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე აკადემიის დირექტორი - ლევან გვანცელაძე, ტურნირის მენეჯერი - არჩილ კეკელია, ტურნირის პარტნიორები: თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ირაკლი გვილავა, სფფ- ს აკადემიის ხელმძღვანელი - ირაკლი ლილუაშვილი, VTB ბანკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი - შოთა მაჭავარიანი და ავერსი ფარმას გენერალური დირექტორი - ირაკლი ფურცელაძე წარდგნენ. დინამო ასევე მადლობას უხდის ფეხბურთის განვითარების ფონდს, კომპანია კიმბოს და ჩვენს ერთგულ სპონსორებს - მინერალური წყლების კომპანია საირმეს და ჩაფიძის ცენტრს სპონსორობისა და გვერდში დგომისთვის.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019