21.04.2019
დინამომ დარასელიას თასი მოიპოვა

დარასელიას თასის ფინალურ დღეს მოედანზე VII-VIII ადგილების გასათამაშებლად პორტუგალიური ბრაგა და შვეიცარიული ციურიხი გავიდნენ. მატჩი პირინეელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ ათ წუთში ალპიელებს 2 გოლი გაუტანეს. მესამე წუთზე თავი ტიაგუ გომეშმა გამოიჩინა, ხოლო ცოტახანში მიგელ ფალემ გაიტანა გოლი. მანვე მე- 15 წუთზე კიდევ ერთხელ აიღო შვეიცარიელთა კარი. ციურიხმა გაიბრძოლა და 22- ე წუთზე მიხაილ სტევანოვიჩმა შეამცირა ანგარიში. მეორე ტაიმში ბრაგამ უმატა შეტევებს და მიგელ ფალემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა მიმდინარე ტურნირზე 7 გოლი დააგროვა და ბომბარდირთა დავაში გამოიკვეთა. საბოლოოდ მატჩი ბრაგას გამარჯვებით 4:1 დასრულდა და პორტუგალიელებმა მეშვიდე ადგილზე დაასრულეს ტურნირი.

ბრაგა 4:1 ციურიხი

გოლი: 1:0 გომეში 11’  2:0 ფალე 11’  3:0 ფალე 15’  3:1 სტევანოვიჩი 22’  4:1 ფალე 69’

ბრაგა: პაია, ალვეში (ა. ფერეირა 41), მატოშ, სოუზა, და სილვა, კონსეისაუ, ლოპესი (ბრიტუ 60), ჯ. ფერეირა, ალმეიდა (პერეირა 60), გომეში, ფალე

ციურიხი: კიუნცლი, სებეკი, ლუბურიჩი, სტევანოვიჩი, ლტაეფი, შესი, განიუ (ფიშერი 36), შაქირი, ჟოოსი, კოპი, გონსენბახი

 

 

მეხუთე ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს დინამო კიევი და ვულვერჰემფთონი შეერკინნენ. კიეველებმა ჯგუფურ ეტაპზე განცდილი ფიასკოს შემდეგ მოახერხეს თავისი თამაშის პოვნა. გუშინ ციურიხი დაამარცხეს 3:0, დღეს კი ინგლისელებს გაუტანეს 4 უპასუხო ბურთი. ანგარიში არტიომ სლესარმა მეათე წუთზე გახსნა, ერთ წუთში კი ფარიდუნ დავლატოვმა მეორე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს არტიომ სლესარმა დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყისში არტიომ ბენედიუკმა საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა და კიევის დინამომ ტურნირზე მეხუთე ადგილი მოიპოვა.

დინამო კიევი 4:0 ვულვერჰემფთონი

გოლი: 1:0 სლესარი 10’  2:0 დავლატოვი 11’  3:0 სლესარი 29’  4:0 ბენედიუკი 39’

დინამო კიევი: ისაჩენკო, ბენედიუკი (ფერნანდო 44), დავლატოვი, ფილატოვი, განჟოლა, მელნიჩენკო (პუხტიევი 44), პოლიშჩუკი, სლესარი (სემენეცი 44), ვოლკოვიცკი, იერემენკო, ცარენკო

ვულვერჰემფთონი: სტორერი, ბარნეტი, პიერპოინტი, ბრაუნი, კანდოლა, ლიმბისკისა (კაბეია 36), მაკლეოდი (ჰორანი 36), ოინაკა (ნზინგა 36), რობერთსი (ფარმერი 47), სკიკლუნა (ფრეიზერი 36), ტიპტონი

 

 

 

მესამე ადგილისთვის შეხვედრა სფფ- ს აკადემიასა და როტერდამის ფეიენოორდ შორის შედგა. მთელი მატჩი დაძაბულად და მაღალ ტემპში წარიმართა. ანგარიში ვან დერ ჰეიდენმა გახსნა, ხოლო 63- ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა აღადგინა წონასწორობა. შეხვედრა პენალტების სერიისკენ მიდიოდა, როდესაც მატჩის ბოლო წუთზე სფფ- ს აკადემიის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. გროენმა პენალტი ზუსტად დაარტყა და ფეიენოორდს ბრინჯაოს მედლები მოუტანა.

ფეიენოორდი 2:1 სფფ- ს აკადემია

გოლი: 1:0 ვან დერ ჰეიდენი 18’  1:1 გ. მამაგეიშვილი 63’  2:1 გროენი (პენ) 70’

ფეიენოორდი: დეკერი, ბოგარდი, ვან დერ ჰეიდენი, გონსაგა, ვან ლუნტერენი (ბერგერი 66), ზეხილი, ვეენფლიტი, კრისტოფელი, მოჰამედჰოიზენი, ჰარტიესი, ფელისია (გროენი 50)

სფფ: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ზოსიაშვილი პირტახია, რურუა, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, ლაბაძე, ფუტკარაძე, სორდია (ღურწკაია 41), გოჩიაშვილი (ჭეიშვილი 41)

 

 

ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა დინამოს აკადემიის მოედანზე 17.00 საათზე დაიწყო. ტროფეის მოსაპოვებლად ერთმანეთის პირისპირ დინამო თბილისი და იტალიური ემპოლი წარდგნენ. შეხვედრა თბილისელებმა დებიუტშივე აქტიურად დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტი მე- 3 წუთზე გიგი აბუაშვილმა შექმნა, მისი საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ოდნავ აცდა მეტოქის კარს. მე- 15 წუთზე ასევე სანტიმეტრები დააკლდა ლუკა გაგნიძის მიერ საჯარიმოდან გადაგზავნილ ბურთს. დინამოელთა მასირებულმა შეტევებმა შედეგი 23- ე წუთზე გამოიღო, გიორგი ჩხეტიანის შესანიშნავი რეიდი ჯადული იობაშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა 1:0. დინამოელები ტემპს არ აგდებდნენ, თუმცა ნახევარი საათის თავზე იტალიელებმაც მოახერხეს მწვავე კონტრშეტევა და უკვე ჩვენი გუნდი გადარჩა გაშვებულ გოლს. პრველ ტაიმში მეტი აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმი ასევე დინამოელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა. გიგი აბუაშვილის რამდენიმე სახიფათო დარტყმაა აღსანიშნავი ასევე, თუმცა ყველა მათგანს სულ მცირედი დააკლდა დასახულ მიზნამდე. შეხვედრის ბოლომდე დაძაბულობა შენარჩუნდა, თუმცა მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დინამო 1:0 ემპოლი

გოლი: 1:0 იობაშვილი 23’

დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვლი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი (გოგებაშვილი 70), გაგნიძე, გეგიაძე, თოდუა (შიოლაშვილი 41), იობაშვილი, აბუაშვილი, კვერენჩხილაძე (ბაგრატიონი 75)

ემპოლი: ფონტანელი, ბაჯანი, ბარსი (რეგელი 75), კაპელი (მაუტე 59), ფინი, გუარინო, ინაკიტი, მაკი, მარესა, პანიკუჩი, რენცი

 

ტურნირის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ფეხბურთელებმა ინდივიდუალური პრიზებიც მიიღეს:

საუკეთესო მეკარე - ლუკა ხარატიშვილი (სფფ- ს აკადემია) ოთარ გაბელიამ დააჯილდოვა.
საუკეთესო მცველი - საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი) დავით მუჯირმა დააჯილდოვა.

საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული მატეო ბუკინიმ (ემპოლი) ნოდარ ხიზანიშვილისგან ჩაიბარა.

ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი სილვან შესი (ციურიხი) გახდა. მან პრიზი ვლადიმერ გუცაევისგან მიიღო.

საუკეთესო ფეხბურთელი დინამოელი ლუკა გაგნიძე გახდა. ჩემპიონი ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა.

ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი გოლით ბრაგას ფორვარდი მიგელ ფალე გახდა. მან პრიზი რევაზ ძოძუაშვილისგან ჩაიბარა.

საუკეთესო გოლი კიევის დინამოელმა დმიტრო პოლიშჩუკმა გაიტანა. დმიტრო ვიტალი დარასელია უმცროსმა დააჯილდოვა.

ტურნირის აღმოჩენა როტერდამელი მარსინო გონსაგა ვახტანგ ქორიძემ და VTB ბანკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა - შოთა მაჭავარიანმა დააჯილდოვეს.

მაყურებლის სიმპათიის ტიტული ვულვერჰემფთონის ნახევარმცველს ამარი ბრაუნს ერგო. იგი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა - ირაკლი გვილავამ და ავერსი ფარმას გენერალურმა დირექტორმა - ირაკლი ფურცელაძემ დააჯილდოვეს.

ფეინოორდმა ბრინჯაოს მედლები ალექსანდრე იაშვილისგან ჩაიბარა.
ვერცხლის მედლები დავით მუჯირმა ემპოლის გადასცა.
ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი დინამომ რომან ფიფიასგან და ლევან კობიაშვილისგან ჩაიბარეს.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019