05.05.2019
ახალგაზრდული ლიგის მატჩები

დინამოელებმა 15, 17 და 19 წლამდელთა პირველობაზე მორიგი მატჩები გამართეს. ვლადიმერ გოჩაშვილის ბიჭებმა ცხინვალი მიიღეს და 4:1 აჯობეს. შეხვედრის პირველ ნახევარში დინამო სალუქვაძემ დააწინაურა, მაგრამ მეტოქემ მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში დინამოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ 3 გოლი გაუტანეს ცხინვალს. გოლები ფირცხალაიშვილმა, გაგნიძემ და იობაშვილმა ჩაიწერეს ანგარიშზე. დინამო-2 ერთპიროვნულად ლიდერობს გ ჯგუფს. მომდევნო შეხვედრას თბილისელები 21 მაისს, გორში დილასთან ჩაატარებენ.

იმავე ლიგის დ ჯგუფში საბურთალო 2- თან დინამოელებმა ფრედ 2:2 ითამაშეს. გოლები ჯინჯოლავას და ქოჩაკიძის ანგარიშზეა. გოჩა ჩიქოვანის გუნდი ასევე ერთპიროვნულად ლიდერობს თავის ჯგუფს, ხოლო მომდევნო მატჩში 11 მაისს დინამოელები თელავს უმასპინძლებენ.

15 წლამდელთა ლიგაში დინამო 2- მა ცხინვალს 7:2 აჯობა. პარკაძის ჰეთ თრიქს, დუბლი შეროზიამ მიამატა. თითო გოლიც ფარცვანიამ და ნინიძემ შეაგდეს.

19 წლამდელთა ჩემპიონატში ჩვენი გუნდი შევარდენს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 7:2 დაამარცხა მეტოქე. გაბიტაშვილმა და აწყურელემა ორ-ორი გოლი გაუტანეს მასპინძლეს. თითოჯერ შევარდენის კარი მოისწრაფიშვილმა, აბუაშვილმა და ქოჩაკიძემ აიღეს. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებიც სხვა ასაკობრივი დინამოელების დარად გ ჯგუფის სატუნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ. მომდევნო მატჩი დინამოელებს 12 მაისს სახლში, ბოლნისის სიონთან ელით.

 

U15 დინამო-2  7:2  ცხინვლი

U17 დინამო-2  4:1 ცხინვალი

U17 საბურთალო-2  2:2  დინამო

U19 შევარდენი 2:7 დინამო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

U15 დინამო-2: ბაჩილავა, მახარაძე, ჩიხაძე, ხარჩილავა, სურმავა, სიგუა, პარკაძე, ფარცვანია, შეროზია, ცეცხლაძე, ნინიძე

სათადარიგო სკამი: ბულუხაძე, ჩხიკვაძე, ხორხელი

 

U17 დინამო-2: მოდებაძე, სალუქვაძე, აზარაშვილი, ქავთარაძე, გაგნიძე, გოგოტიშვილი, სიჭინავა, უგრეხელიძე, შენგელია, იობაშვილი, ფირცხალაიშვილი

სათადარიგო სკამი : ჯოჯუა, გელხაური, უბილვა, გოგობერიშვილი, ბოჭორიშვილი, ბაბლუანი

 

U17 დინამო: შურღაია, იაკობიძე, მირზიკაშვილი, ერაძე, ოსიყმაშვილი, ბექაური, ბზეკალავა, ჯინჯოლავა, ჩხეტიანი, მორჩილაძე, ქოჩაკიძე

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე, გეგიაძე

 

U19 დინამო: კუტალაძე, ჯანგიძე, ხვადაგიანი, მელიქიშვილი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, ხორხელი, გაბიტაშვილი, აბუაშვილი, აწყურელი

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, მირზიკაშვილი, იაკობიძე, ფარულავა, მორჩილაძე, ქოჩაკიძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019