12.05.2019
თელავთან დიდი ანგარიშით

ჭაბუკთა ლიგაში დინამოელებმა თელავთან ორი მატჩი ჩაატარეს და ორივეში ორნიშნა ანგარიშით იმარჯვეს. 15 წლამდე გუნდმა მეტოქეს 13:0 აჯობა. 7 გოლი დევიძემ გაიტანა. ორ-ორი გოლით ხუტიაშვილი და კობახიძე გამოირჩნენ, დარჩენილი ორი გოლიც არჩაიამ და აღდგომელაშვილმა გაიტანეს. მატჩის მიმდინარეობა კი ანგარიშიდანაც გასაგები ხდება. ვახტან იაგორაშვილის გუნდი, რომელიც ქულადაუკარგავად ლიდერობს ჯგუფში, მომდევნო მატჩს 17 მაისს ლაგოდეხთან ჩაატარებს. გოჩა ჩიქოვანის შეგირდებმა 17 წლამდე ლიგაში თელავს ერთით ნაკლები გოლი გაუტანეს. 5 გოლი მორჩილაძის ანგარიშზეა, 3 ქოჩაკიძის, თითოჯერ კი ბზეკალავამ, ჯინჯოლავამ, მირზიკაშვილმა და ჩინჩალაძემ გამოიჩინეს თავი. 17 წლამდელებიც ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობენ. მომდევნო მატჩს კი 1 ივნისს ავაზასთან ჩაატარებენ.

 

 

 

U15 დინამო 13:0 თელავი

U17 დინამო 12:0 თელავი

 

U15 დინამო: ჯოჯუა, ჯანაშია, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, კვერენჩხელაძე, ლაცაბიძე, კობახიძე, აღდგომელაშვილი, ხუტიაშვილი, არჩაია, დევიძე

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, გოგებაშვილი, მოლაშვილი, როსივერი, დათუაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

U17 დინამო: ბერუაშვილი, ლომინაძე, ერაძე, ბექაური, ოსიყმაშვილი, ჩინჩალაძე, ბზეკალვა, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, მირზიკაშვილი, ქოჩაკიძე

სათადარიგო სკამი: ბაჩილავა, ლაცაბიძე, კვერენჩხელაძე, როსივერი, მოლაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019