12.05.2019
დინამოელები 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 14 და 16 მაისს სტუმრად შვეიცარიასთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. აღნიშნული მატჩების ჩასატარებლად გიორგი ჩიტაურმა დინამო თბილისიდან 13 ფეხბურთელი მიიწვია: ნიკა შურღაია, გიორგი ჩხეტიანი, საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, ნიკა უგრეხელიძე, გიორგი ქავთარაძე, დავით გოგოტიშვილი, ლუკა გაგნიძე, ზაურ სიჭინავა, დავით შიოლაშვილი, საბა გეგიაძე, გიორგი აბუაშვილი და ჯადული იობაშვილი დაიცავენ ჭაბუკ ჯვაროსანთა ღირსებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019