29.06.2019
გამარჯვება ოქროს ლიგაში

ოქროს ლიგაში დინამოს 19 და 17 წლამდე გუნდებმა მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა გასვლით შეხვედრაში საბუთალოსთან დიდი ანგარიშით იმარჯვა. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლით მოუგო. პრინციპულ მეტოქესთან თავი გულდედავამ, მოისწრაფიშვილმა, ოსიყმაშვილმა და კალანდაძემ გამოიჩინეს. დინამოელები ოქროს ლიგაში 3 ტურის შემდეგ ერთი ყაიმით და ორი გამარჯვებით პირველ ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში კაკაშვილის გუნდმა ბათუმის დინამოს 8:0 მოუგო. ამასობაში 19 წლამდე ლიგაში საზაფხულო პაუზა გამოცხადდა და გათამაშება სექტემბრიდან განახლდება.

 

17 წლამდე დინამომ ქუთაისის ტორპედო მიიღო და 5:0 დაამარცხა მეტოქე. ჯინჯოლავამ ჰეთ თრიქი შეასრულა, თითო გოლი იაკობიძემ და შალიკაშვილმა გაიტანეს. 3 მატჩის შემდეგ გოჩა ჩიქოვანის გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში დინამოელები 1 ივლისს კოლხეთს შეხვდებიან.

 

 

U19 საბურთალო 0:4 დინამო

U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, ჯანგიძე, კალანდაძე, ლიმინაძე, ისიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი, აბუაშვილი, გულდედავა

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, მელიქიშვილი, გაბიტაშვილი, ხორხელი, გაგნიძე, მორჩილაძე, ზურებიანი

 

U17 დინამო 5:0 ტორპედო.

U17 დინამო: ბერუაშვილი, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, ოსეყმაშვილი, მიქაუტაძე, ბზეკალავა, ჯინჯოლავა, ქოჩაკიძე, გეგიაძე

სათადარიგო სკამი: ჩინჩალაძე, ბექაური, ცეცხლაძე, შალიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019