07.09.2019
გამარჯვება 15 წლამდე ლიგაში

დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშებაში ლოკომოტივი მიიღო და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. დინამოელებმა მატჩის პირველივე ტაიმში მოახერხეს სამივე გოლის გატანა. შედეგიანად - ბაგრატიონმა, ლაცაბიძემ და დევიძემ ითამაშეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდი ამ მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, მომდევნო მატჩს კი თბილისელები 13 სექტემბერს ბათუმის დინამოსთან ჩაატარებენ.

 

U15 დინამო 3:0 ლოკომოტივი

 

U15 დინამო: ჯოჯუა, ჯანაშია, გოგებაშვილი, ბაგრატიონი, კვერენჩხელაძე, ლაცაბიძე, თოდუა, კობახიძე, შიოლაშვილი, დევიძე, სმირნოვი

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, მოლაშვილი, აღდგომელაშვილი, ცხოვრებაძე, ხუტიაშვილი, როსივერი, ნიკოლაიშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019