13.06.2013
ჩვენი აკადემიის U-13 გუნდმა საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა დინამო თბილისის აკადემიის U–13 გუნდმა დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ ტურში ნეფთჩის დაუპირისპირდა. 20–20 წუთიან ტაიმებში თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს დიდი ანგარიშით – 4:0 მოუგეს. პირველი ტურის შემდეგ, ჩვენი აკადემიის აღსაზრდელნი ჯგუფის ლიდერები არიან. მომდევნო შეხვედრს ჩვენი გუნდი ხვალ, თბილისის დროით 10:00 საათზე ბაქოს ინტერის წინააღმდეგ გამართავენ.

 

დინამო U-13 4:0 ნეფთჩი U-13

გოლები: 1:0 დავითაშვილი, 2:0 ბაბუნაძე, 3:0 დარცმელია, 4:0 კვარაცხელია

 

დინამო U-13: ბულისკერია (მამარდაშვილი), გაბელაია (მექვაბიშვილი), დოლიძე, ბექა ხარშილაძე, ხარაბაძე, მამფორია, გიორგი ხარშილაძე, დავითაშვილი (მოისწრაფიშვილი), ბაბუნაძე (ჩიხლაძე), დარცმელია (კვარაცხელია), ჯიჭონაია (საღირაშვილი)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019