09.11.2013
აკადემიის U-17 გუნდი საბურთალოს დაუზავდა

დღეს, დინამო თბილისის აკადემიის U-17 გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. გიორგი მინაშვილის გაწვრთნილი გუნდი საბურთალოს თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით – 2:2 დასრულდა. მატჩის მსვლელობისას დინამოელები ორჯერ მარცხდებოდნენ, თუმცა მოზარდ დინამოელთა სასარგებლოდ დანიშნული ორივე პენალტი საბა კვერნაძემ ზუსტად შეასრულა.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

 

ხაინდრავა, კაპანაძე (გაბედავა), ქუთათელაძე, გადრანი, გოჩა ფიფია, ნემსაძე, კაციტაძე, კვერნაძე, ვეკუა (ფირცხალავა), ურჩუხიშვილი (თორნიკე ფიფია), ხარებაშვილი (მაჩალაძე) დინამოელები მომდევნო შეხვედრას ოთხშაბათს, 13 ნოემბერს სტუმრად, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019