16.03.2014
ჭაბუკმა დინამოელებმა გურია 10:0 დაამარცხეს

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის გათამაშების შეხვედრაში დინამოს U-15 გუნდმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და ათი უპასუხო გოლით დაამარცხა.

ლევან გვანცელაძის შეგირდები სათამაშო უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ და საბოლოოდ შედეგი ათ გატანილ გოლში ასახეს. მალაზონიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. სეიდოვმა დუბლი, ხოლო თითო გოლით თავი გამოიჩინეს: ფოჩხუამ, კობოურმა, ჩაკვეტაძემ, ლორიამ და ნინუამ.

დინამო U-15: გუგეშაშვილი, აბუთიძე, ნინუა, კობოური, ყურაშვილი, ლორია, ჩაკვეტაძე, მალაზონია, ფოჩხუა, სეიდოვი

მეორე ნახევარში მოედანზე შემოვიდნენ: ქავთარაძე, კიკალიშვილი, კახიშვილი, თიგიშვილი, პაპაშვილი, მირიანაშვილი, აღდგომელაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019