22.04.2014
დინამოელები 17 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მაკედონიაში Development Cup-ზე ასპარეზობს.

ჭაბუკ ჯვაროსანთა შემადგენლობაში 8 დინამოელია გამოძახებული: ლევან ისიანი, ნიკა ნინუა, გაბრიელ სარიშვილი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ნურლან სეიდოვი, ირაკლი ბუღრიძე და დავით კობოური.

დღეს ჯვაროსნები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დინამოელი ირაკლი ბუღრიძის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ხვალ ჩვენი ნაკრების მეტოქე კვიპროსის 17 წლამდელთა ნაკრები იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019