27.04.2014
დინამოს აკადემიის გუნდი ევროპის თასის შესარჩევის ნახევარფინალშია

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ევროპის თასის შესარჩევი მატჩების (U-12 გუნდებს შორის) მეორე ჯგუფური ეტაპი გაიმართა. საქართველოში ამ შესარჩევი ეტაპის ორგანიზატორია ლევან კობიაშვილი და მეგობრები. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება გერმანიაში – ევროპის თასზე.

დინამოს აკადემიის U-12 გუნდმა ჯგუფში სამი შეხვედრა ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა პირველ მატჩში ქუთაისის ტორპედო–2011 რვა უპასუხო გოლით დაჯაბნეს. ჰეთ–თრიქი ზუკა დავითაშვილის ანგარიშზეა. დუბლი გიორგი მოისწრაფიშვილის ანგარიშზეა. თითო გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ლომთაძემ და გიორგი დათუნაშვილმა გაიტანეს. მეორე შეხვედრაში დინამოელებმა ნორჩი დინამოელი 3:0 დაამარცხეს. თავის გამოჩენა ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი იაკობიძემ და შალვა მაღალდაძემ მოახერხეს. მესამე მატჩი თბილისელებმა ზუგდიდთან გამართეს და გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს – 0:0.

ამრიგად დინამოს აკადემიის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 27 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 13:00 საათზე ნახევარფინალში შიდა ქართლის გუნდს დაუპირისპირდება. ტურნირის ფინალი კი 18:00 საათზეა დაგეგმილი.

გაგაცნობთ დინამო U-12 შემადგენლობას:

დინამო: ლუკა ხარშილაძე, ნიკა გუგუნავა, ანრი მექვაბიშვილი, ზუკა ჭავჭანიძე, თორნიკე ჯანგიძე, შალვა მაღალდაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი, გიორგი იაკობიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა ბოგვერაძე

აკაკი თვალოძე, რატი არაბიძე, თოკო კორინთელი, ირაკლი ყენია, ლუკა ჩაკვეტაძე, გიორგი გაგუა, გიორგი ლომთაძე, გიორგი დათუნაშვილი, გიორგი ქველაძე

მწვრთნელები: ვლადიმერ კაკაშვილი (მთ. მევრთნელი), თამაზ იაშვილი, დავით მოისწრაფიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019