10.05.2014
ორმაგი ფრე ჭაბუკთა ლიგაში

დღეს ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა 25– ე ტურის მატჩები ჩაატარეს. დინამოს მეტოქეობას სკ საბურთალო უწევდა. ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. 17 წლამდელებმა შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაასრულეს. 15 წლამდელებმა კი თითო გოლი გაცვალეს. დინამოელთა მხრიდან გოლი გოგილაშვილმა გაიტანა.

საბურთალო (U-17)  0:0  დინამო (U-17)

დინამო (U-17): შოვნაძე (ქავთარაძე), კაციტაძე, ნემსაძე, ქანთარია, კობოური, საღრიშვილი (გადრანი), ჩიხლაძე, ნ. ბაშალეიშვილი (მ. ბაშალეიშვილი), გაბრიჩიძე (ბუღრიძე), გალდავაძე (ფირცხალავა), მაჩალაძე (მაკასარაშვილი)

ზვიად ჯელაძის გუნდმა 54 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე– 2 ადგილზე იმყოფება.

ცხრილის სანახავად მიყევით ბმულს:

 

საბურთალო (U-15)  1:1  დინამო (U-15)

დინამო (U-15): ქავთარაძე (ისიანი), ლოჩოშვილი, ყურშავიშვილი, ყიყინაშვილი, ნინუა (აბუთიძე), გაგოშიძე (მალაზონია), ყურაშვილი (თიგიშვილი), ფოჩხუა, სეიდოვი, ლორია (პაპაშვილი), გოგილაშვილი (თიგიშვილი)

ლევან გვანცელაძის შეგირდები 66 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან.

ცხრილის სანახავად მიყევით ბმულს:

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019