15.06.2014
თოთხმეტწლამდე დინამოელები ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე

დინამოს აკადემიის U-14 გუნდი, ოთო გაგნიძის ხელმძღვანელობით ბაქოში გაემგზავრა. დინამოელები საერთაშორისო ტურნირში- IBA CUP 2014 მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი გუნდი Genceli Plaza Hotel- ში დაბინავდა. დღეს საღამოს დინამოელები ვარჯიშს გამართავენ, ხვალ კი პირველ მატჩში ბეშიქთაშს დაუპირისპირდებიან. თურქული გუნდის გარდა ჩვენს ჯგუფში ასევე არიან ბელგრადის პარტიზანი და ლვოვის კარპატი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019