19.06.2014
IBA CUP 2014 - დინამომ ინტერს აჯობა და მეხუთე ადგილზე გავიდა

დინამო თბილისის აკადემიის U-14 გუნდმა, ბაქოს საერთაშორისო ტურნირი IBA CUP 2014 მეხუთე ადგილზე დაასრულა. დღეს დილით ოთო გაგნიძის გუნდმა მასპინძელი ინტერი პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა (ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გოლი კი ხარშილაძემ გაიტანა). მამფორიამ, ბასარიამ, ბაბუნაძემ და ხარაბაძემ ზუსტად შეასრულეს თერთმეტმეტრიანი დარტყმები. აღსანიშნავია ასევე დინამოელთა მეკარის- ბულისკერიას კარგი თამაში.

ხვალ ფინალში ერთმანეთს ბეშიქთაში და აინტრახტი დაუპირისპირდებიან. დღევანდელ გამარჯვებამდე დინამომ ბეშიქთაშთან ფრედ 1:1 ითამაშა, დამარცხდა პარტიზანტან 0:1 და აჯობა კარპატს 3:1.

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე,  გ. ხარშილაძე, გოგიაშვილი, გულდედავა

მოედანზე შევიდნენ: ჯიჭონაია, მამფორია, მოისწრაფიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019