15.08.2014
ახალგაზრდა დინამოელები კვირას ფინალს ითამაშებენ

დინამო თბილისის U-15 გუნდმა, რომელიც მინსკის საერთაშორისო ტურნირზე იღებს მონაწილეობას, დღეს მესამე მატჩი გამართა. თბილისელებმა გუშინ მინსკის დინამოსთან 3:0 გამარჯვების შემდეგ გაინაღდეს ფინალის საგზური და დღეს კიევის დინამოს წინააღმდეგ, ლევან გვანცელაძემ გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა. მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, თუმცა გოლი არც ერთ კარში არ გასულა და შეხვედრა ფრედ 0:0 მორჩა.

კვირას, ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო თბილისის მეტოქე- კონოპლიოვის აკადემიის გუნდი (სამარა, რუსეთი) იქნება.

დინამო U-15: გურგენიძე, ბასარია, ყურშავიშვილი, ნინუა, ცერცვაძე, ქაფიანიძე, კუცია, ჩაკვეტაძე, სამსონია, თაგვაშვილი, ერგემლიძე

შეცვლაზე შევიდნენ: კიკალიშვილი, ჯიქია, კოკაია, ბაბუნაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, ბუღრიძე და ხარშილაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019