29.08.2014
17 წლამდელთა ნაკრებმა დანია დიდი ანგარიშით დაამარცხა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა გოჩა ტყებუჩავას თავკაცობით, დანიელ თანატოლებს უმასპინძლა. პირველი ამხანაგური მატჩი, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართა სტუმრების გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა. გუშინდელ შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა რევანში აიღო და დანიელები დიდი ანგარიშით- 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ექვსმა დინამოელმა მიიღო მონაწილეობა. ლევან ისიანმა, ნიკა ყურშავიშვილმა (ნაკრების კაპიტანი), ლუკა ლოჩოშვილმა და აკაკი ყურაშვილმა ბოლომდე ჩაატარეს თამაში. ნიკა ბუღრიძე 70- ე წუთამდე იყო მოედანზე. ლუკა ჯამარაული კი 69- ე წუთიდან ჩაერთო მატჩში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019