27.09.2014
მატჩები ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს მეორე ტურის მატჩები ჩატარდა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდს დაუპირისპირდნენ და 2:1 აჯობეს მეტოქეს. ორივე გოლი დავითაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 34- ე და 35- ე წუთებზე დალაშქრა მეტოქის კარი.

ასევე მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში. ავაზას სტადიონზე ავაზამ დინამოს უმასპინძლა. ოთარ გაგნიძის გუნდის აქტიურობის მიუხედავად მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

სულაქველიძის აკადემია 1:2 დინამოს აკადემია

დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, გაბელაია, ჯიჭონაია, მამფორია, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე, ბეგაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: დოლიძე, ბერიშვილი, გოგოლაძე, საღირაშვილი, გულდედავა

ავაზა 0:0 დინამო

დინამო: ხარშილაძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, დოხნაძე, ისმაილი, მექვაბიშვილი, მაღალდაძე, მოისწრაფიშვილი, გაგუა, ბოგვერაძე, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, ქიტუაშვილი, ტაბალანი, ჩაკვეტაძე, ლომთაძე, ქველაძე, კვარაცხელია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019