04.10.2014
დინამოელების გამარჯვება ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ავაზას უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა მეტოქე. გოლები ავაზას კარში ხარშილაძემ, დავითაშვილმა და ბეგაშვილმა გაიტანეს.

ასევე მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში. დინამოს აკადემიის მინდორზე ოთარ გაგნიძის შეგირდებმა თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5:0 აჯობეს მეტოქეს. გოლები მექვაბიშვილმა, იაკობიძემ, მოისწრაფიშვილმა, ბოგვერაძემ და ტაბალანმა გაიტანეს.

დინამო 3:2 ავაზა

დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, გაბელაია, დოლიძე, ბასარია, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე, ბეგაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გოგოლაძე, ბერიაშვილი, საღირაშვილი, მამფორია

დინამოს აკადემია 5:0 სულაქველიძის აკადემია

დინამო: ხარშილაძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, ქველაძე, ისმაილი, მექვაბიშვილი, მაღალდაძე, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია, ბოგვერაძე, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, ქიტუაშვილი, ტაბალანი, ჩაკვეტაძე, ლომთაძე, გოგუა, გაგუა         

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019