09.10.2014
დინამოელების გამარჯვება ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ავაზას დაუპირისპირდა და 7 უპასუხო ბურთით დაამარცხა მეტოქე. გოლები ავაზას კარში დავითაშვილმა (2), გ. ხარშილაძემ, ბაბუნაძემ, მამფორიამ, დარცმელიამ და საღირაშვილმა გაიტანეს. 4 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით და ბურთების ბალანსით 13/3 სატურნირო ცხრილში დინამოელები ლიდერობენ. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში დინამოელთა 2000 წლიანების გუნდი მონაწილეობს.

ავაზა 0:7 დინამო

დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, გაბელაია, ჯიჭონაია, ბაბუნაძე, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე, ბერიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გოგოლაძე, ბეგაშვილი, დოლიძე, მამფორია, საღირაშვილი, გულდედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019