11.10.2014
ელიტ ლიგაში 13 წლამდელებმაც იმარჯვეს

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში დღეს მეოთხე ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს აკადემიის მინდორზე ოთარ გაგნიძის შეგირდებმა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები მაღალდაძემ, მოისწრაფიშვილმა, კვარაცხელიამ, ლომთაძემ, თუდებიმ და ჭავჭანიძემ გაიტანეს. ოთარ გაგნიძის გუნდი 4 ტურის შემდეგ დაგროვილი 10 ქულით და ბურთების ბალანსით 12/0, სატურნირო ცხრილის ლიდერებშია. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში დინამოელთა 2001 წლიანების გუნდი მონაწილეობს.

 

დინამოს აკადემია 6:0 ვიტ. საქ. უნივერსიტეტი

დინამო: ხარშილაძე, დოხნაძე, ჭავჭანიძე, ქველაძე, ისმაილი, მექვაბიშვილი, მაღალდაძე, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია, ტაბალა, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, თუდები, გოგუა, ლომთაძე, ჩაკვეტაძე, ბოგვერაძე, გაგუა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019