06.11.2014
პატარა დინამოელები ნახევარფინალში გავიდნენ

რევაზ მგელაძის სახელობის მემორიალურ ტურნირზე პატარა დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჩაატარეს და მეორე გამარჯვებას მიაღწიეს. თბილისელთა მეტოქე ალმა ათის ვილვეტი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ტურნირში 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. დინამოელებმა ყაზახ თანატოლებს 4 უპასუხო გოლით მოუგეს. მე- 5 წუთზე სიჭინავამ გახსნა ანგარიში, მე- 8 და მე- 40 წუთებზე ბაბლუანმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლიც გაგნიძის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი 29- ე წუთზე აიღო.

დინამოელები ნახევარფინალს 9 ნოემბერს ჩაატარებენ. მეტოქეს და ზუსტ დროს მოგვიანებით გაცნობებთ.

დინამო 4:0 ალმა ათა

დინამო U-11: კოტრიკაძე, ქავთარაძე, თარგამაძე, სიჭინავა, ბოგველი, სიხარულაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, ბაბლუანი

შეცვლაზე შევიდნენ: ოდიშვილი, გოგოტიშვილი, უგრეხელიძე, კეკელიძე, დიხამინჯია, ხვადაგიანი, ფიფია, კერესელიძე, შურღაია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019