08.11.2014
მერვე ტური ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს მერვე ტურის მატჩები ჩატარდა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები დინამოს აკადემიის მოედანზე 35- ე სკოლის გუნდს დაუპირისპირდნენ და 4 უპასუხო ბურთით დაამარცხეს მეტოქე. ორი გოლი მეტოქეს დავითაშვილმა გაუტანა. თითო ბურთი კი მამფორიას და ბეგაშვილის ანგარიშზეა. დინამოელებმა რვა შეხვედრაში 22 ქულა დააგროვეს და 29/6 ბურთების ბალანსით ლიდერებენ ტურნირს.

ასევე მერვე ტურის შეხვედრა გაიმართა ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში. დინამოს აკადემიის მოედანზე ჩვენმა გუნდმა ნორჩ დინამოელს უმასპინძლა. ოთარ გაგნიძის გუნდის აქტიურობის მიუხედავად შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა. თბილისელებს რვა ტურის შემდეგ აქტივში 14 ქულა აქვთ , ხოლო ბურთების ბალანსი კი არის 17/7.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

დინამო (U14) 4:0 35- ე სკოლა

დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ხარაბაძე, გაბელაია, ჯიჭონაია, მამფორია, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე, ბასარია

შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გოგოლაძე, ბერიაშვილი, ბეგაშვილი, გულდედავა

დინამო (U13) 0:2 ნორჩი დინამოელი

დინამო: ხარშილაძე, ქიტუაშვილი, მექვაბიშვილი, ჯანგიძე, ისმაილი, მაღალდაძე, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია, იაკობიძე, ბოგვერაძე, გაგუა

შეცვლაზე შევიდნენ: ჩაკვეტაძე, გოგუა, ტაბალანი, ჭავჭანიძე, ლომთაძე, ქველაძე, თვალოძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019