23.11.2014
ორმაგი გამარჯვება ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში მეათე ტურის მატჩები გაიმართა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები, რომლებიც დაუმარცხებლად ასპარეზობენ ტურნირში, მთვარის გლობუსს დაუპირისპირდნენ. ჩვენი აკადემიის გუნდმა შვიდი უპასუხო ბურთით აჯობა მეტოქეს. გოგოლაძემ დუბლი შეასრულა შეხვედრაში. თითო გოლი კი გ. ხარშილაძემ, დარციმელიამ, ხარაბაძემ, ჩიქოვანმა და გაბელაიამ გაიტანეს. დინამოელებმა ათ შეხვედრაში 28 ქულა დააგროვეს და 39/6 ბურთების ბალანსით ლიდერებენ ტურნირს.

დინამო (U14)  7:0 მთვარის გლობუსი

დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, ხარაბაძე, დოლიძე, ბაბუნაძე, ბეგაშვილი, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე,

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, ბერიაშვილი, მამფორია, გულდედავა, ჯიჭონაია, გაბელაია, მამარდაშვილი

 

14 წლამდელთა ტურნირშიც მეათე ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდმა ხაშურის გუნდს უმასპინძლა. ოთარ გაგნიძის შეგირდებმა 6:0 დაამარცხეს მეტოქე. ბოგვერაძე, ისმაილი, იაკობიძე, ქიტუაშვილი (ორი) და ჩაკვეტაძე არიან გოლის ავტორები. ათი ტურის შემდეგ თბილისელებს აქტივში მესამე ადგილი და 20 ქულა აქვთ, ხოლო ბურთების ბალანსი კი არის 26/7.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

დინამო (U13) 6:0 ხაშური

დინამო: თვალოძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, ქველაძე, მაღალდაძე, მექვაბიშვილი,  მოისწრაფიშვილი, გაგუა, ბოგვერაძე, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ხარშილაძე, ქიტუაშვილი, გოგუა, ისმაილი, კვარაცხელია, ლომთაძე, ჩაკვეტაძე, ტაბალა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019