28.12.2014
დინამოს აკადემიის U-9 გუნდი

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2005 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ამირან მინაშვილი გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელებმა ელიტ ლიგის პირველი წრე წარმატებით დაასრულეს. 12 ჩატარებული მატჩიდან დედაქალაქელებმა ათში იმარჯვეს, ორი დაპირისპირება კი ფრედ დაასრულეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 57/6. 32 ქულა და პატარა დინამოელები პირველ ადგილს საბურთალოსთან ერთად ინაწილებენ სატურნირო ცხრილში. დინამო TV პატარა დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელს გაესაუბრა.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019