• Geo
  • Eng
ამხანაგური მატჩები 2012–2013 29.01.2013
დინამო თბილისი
2:2
ილიჩევეცი მარიუპოლი
მატჩის სტატისტიკა
2 კარში დარტყმები 0
0 კარს მიღმა დარტყმები 0
0 კუთხურები 0
0 თამაშგარე 0
0 დარღვევები 0
0 ყვითელი ბარათები 1
0 წითელი ბარათები 0
დრო  
90
მატჩი დასრულდა
90
გიორგი მერებაშვილი თერთმეტმეტრიანს ზუსტად ასრულებს. ანგარიში გახდა 2:2
90
საჯარიმოში გარღვევაზე შესული შინდაგორიძე ილიჩევეცის მცველებმა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, რომელიც გიორგი მერებაშვილმა ზუსტად შეასრულა
81
ყვითელი ბარათი. მსაჯმა კრავჩენკო გააფრთხილა
76
ყვითელი ბარათი. მსაჯმა ემილიანოვი გააფრთხილა
75
დინამოელებს კიდევ ერთი საგოლე ეპიზოდი ჰქონდათ. კარლეს კოტო საჯარიმოს ხაზიდან ურტყამდა, თუმცა კარს მცირედით ააცილა. საჯარიმო დარტყმიდან გიორგი მერებაშვილი ცდილობდა მეტოქის კარის აღებას, თუმცა ბურთი ამჯერადაც ასცდა სამიზნეს. შეცვლაზე შემოსულ შინდაგორიძე საჯარიმოში შვიდა, რამდენიმე მოწინაარმდეგე ჩამოიტოვა, მაგრამ დარტყმის განხორციელება ვერ მოახერხა.
75
მოედნიდან გადის გიორგი სეთურიძე, მის ნაცვლად ითამაშებს ემანუელ მენდი
74
მოედნიდან გადის ჯაბა დვალი, მის ნაცვლად ითამაშებს ლაშა შინდაგორიძე
73
მოედნიდან გადის ირაკლი ძარია, მის ნაცვლად ითამაშებს დიმიტრი ტატანაშვილი
55
მეორე ნახევრის პირველივე შეტევა, შეიძლებოდა გოლით დასრულებულიყო, მაგრამ დვალმა გატანა ვერ მოახერხა. სამწუხაროდ ტაიმის პირველ ათ წუთში ორი ბურთი მივიღეთ. ჯერ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მყოფმა უკრაინელმა ფეხბურთელმა გაგვიტანა, შემდეგ კი ძარიამ დაარღვია თამაშის წესი ჩვენი საჯარიმოს მისადგომებთან და სტანდარტიდან ზუსტი დარტყმით უკრაინელები დაწინაურდნენ – 1:2
46
მოედნიდან გადის დავით ხოჭოლავა, მის ნაცვლად ითამაშებს კარლეს კოტო
46
მოედნიდან გადის ლევან ხმალაძე, მის ნაცვლად ითამაშებს ნიკა კვეკვესკირი
46
მოედნიდან გადის გივი კვარაცხელია, მის ნაცვლად ითამაშებს გიორგი შაშიაშვილი
46
ილიჩევეცი მეორე ნახევარშ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: ხომენკო, შევჩუკი, ორდეცი, პოლიანსკი, ბუტკო, ემელიანკოვი, პუკანიჩი, ოქრიაშვილი, ფედოტოვი, კრავჩენკო, ბუდკოვსკი
46
მატჩი განახლდა
45
პირველი ნახევარი დასრულდა
45
ისევე როგორც ტაიმის დასაწყისში, პირველი ნახევრის ბოლო მონაკვეთშიც უპირატესობას ჩვენი გუნდი ფლობდა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დინამოელებს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯაბა დვალმა ვერ მოახერხა გატანა. 1:0 დინამოს სასარგებლოდ
31
გოლის ავტორია - გიორგი მერებაშვილი. ანგარიში გახდა 1:0
31
ცენტრიდან ხმალაძის გადაცემა, მერებაშვილმა ბურთი მკერდით შეისწორა, შევიდა საჯარიმოში, მოატყუა ორი მოთამაშე და მეკარეს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა
25
ბოლო წუთებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ძირითადად მოედნის ცენტრში ბრძოლა მიმდინარეობს. მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი ეპიზოდი დინამოელებმა შექმნეს, როდესაც ალვარომ ზუსტი დიაგონალური პასით მერებაშვილს გადააწოდა ბურთი, გიორგი საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმის განხორციელება ვერ მოახერხა. განვლილ პერიოდში დინამოელებმა ილიჩევეცის კართან ერთი კუთხურიც მოაწოდეს
11
ყვითელი ბარათი. მსაჯმა ოლექსანდრ ჩიჟოვი გააფრთხილა
10
შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო. დინამოელები ორჯერ პრაქტიკულად ერთი–ერთზე აღმოჩდნენ მეკარესთან. პირველ შემთხვევაში მერებაშვილის გადაცემის შემდეგ უკრაინელთა მეკარემ დვალის დარტყმულის მოგერიება შესძლო. მეორედ კი ისევ გიორგის გადაცემის შემდეგ ჯაბა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. პირველ წუთებში საყურადღებო მერებაშვილის საჯარიმო დარტყმა და უკრაინელთა ორი შეტევა და მათი კუთხური გახლდათ, რომელთაც ხიფათი არ მოჰყოლია
1
ტაიმი დაიწყო
ძირითადი შემადგენლობა
გიორგი ლორია რუსტამ ხუჯანოვი
გიორგი რეხვიაშვილი არტემ სუხოცკი
დავით ხოჭოლავა ოლექსანდრ ჩიჟოვი
ირაკლი ძარია სერგეი იავორსკი
ლევან ხმალაძე რუსლან კისილი
გივი კვარაცხელია ოლექსი დოვგი
გიორგი სეთურიძე ვიტალი ვიცენეცი
გიორგი მერებაშვილი დავით თარგამაძე
მიკელ ალვარო ალექსანდრ მანძიუკი
ჯაბა დვალი კონსტანტინ იაროშენკო
პატრიკ მილხრაუმი რუსლან ფომინი
სათადარიგო შემადგენლობა
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024