07.03.2019
დინამოს სკოლა აცხადებს მიღებას

დინამოს საფეხბურთო სკოლა აცხადებს 2008- დან 2013 წლამდე დაბადებული ბავშვების მიღებას სარეზერვო გუნდებში (სპეციალური შეთავაზების მიხედვით პირველი თვე გუნდები ივარჯიშებენ უფასოდ).

სავარჯიშო დროები: 2008, 2009 და 2010 წლებში დაბადებულთათვის - ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი, შესაბამისად 16.00, 17.15 და 18.30 საათზე.

2011, 2012 და 2013 წელს დაბადებულთათვის სამშაბათს და ხუთშაბათს, შესაბამისად 16.00, 17.15 და 18.30 საათზე.

მშობლებს რეგისტრაციისათვის ვთხოვთ შეავსონ ანკეტა და გადმოაგზავნონ მითითებულ ელექტრო ფოსტაზე: academy@fcdinamo.ge

გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 25 მარტი.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში დინამოს აკადემიას ემატება ახალი მოედანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 670725

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019