08.08.2019
წაგება როტერდამში

როტერდამში დე კუიპის სტადიონზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფეიენოორდმა დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებში ორი სახიფათო მომენტი შექმნეს დინამოელთა კართან. ერთ შემთხვევაში ხოსე პერალესმა ივარგა, მეორედ კი დარტყმას დააკლდა სიზუსტე. საპასუხოდ თბილისელების კონტრშეტევას გამოვარჩევდით, რომელიც კინაღამ ავტოგოლით დამთავრდა, თუმცა დინამოელებმა საბოლოოდ კუთხურის მოწოდების უფლება მიიღეს. სათამაშო უპირატესობა როტერდამელებმა მოიპოვეს და ტაიმის განმავლობაში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, 43- ე წუთზე კი აქტიური პრესინგით მოიპოვეს ბურთი და ლამაზი კომბინაციით ლუის სინისტერამ ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარში პირველთან შედარებით დინამო გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდა, თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. 70- ე წუთზე დინამოელებს სტატუს ქვოს აღდგენა შეეძლოთ. შეტევის მარცხენა ფრთაზე ნოდარ ქავთარაძემ მიიღო ბურთი და საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკური დარტყმით შორეულ ცხრიანში გზავნიდა, კენეტ ვერმეერმა ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია ბურთი. აქედან ცოტახანში აკაკი შულაიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მითითებული საჯარიმო დარტყმა ავტოგოლით დავასრულეთ, რასაც ორიოდე წუთში ჩვენს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც სტივენ ბერგუსმა ზუსტად გამოიყენა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 88- ე წუთზე ლუსიანო ნარსინგმა დააფიქსირა. საპასუხო მატჩი ამ გუნდებს შორის თბილისში 15 აგვისტოს შედგება.

 

ფეიენოორდი  4:0  დინამო

 

გოლი: 1:0 სინისტერა 43’  2:0 კობოური ა.გ. 82’  3:0 ბერგუსი (პენ) 85’  4:0 ნარსინგი 88’

გაფრთხილება: კუხიანიძე 28’  კუტალია 36’  ტაპია 51’  ქიმაძე 65’  ჰაპსი 68’  შულაია 76’ 79’

გაძევება: შულაია 79’

 

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნოიკოოპი (გეერტრუდა 46), ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი, კიოქჯუ, ტაპია (ბურგერი 77), ფერი, სინისტერა (ნარსინგი 72), ბერგუსი, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე, პაპავა, ნინუა, კუხიანიძე (ქარდავა 77), შენგელია (შულაია 46), ქავთარაძე (კარიკარი 86), კუტალია

 

მსაჯი: სერჰი ბოიკო (უკრაინა)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019