27.05.2019
დინამოელები სიმბოლურში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. ტურის სიმბოლურში გაზეთმა ლელომ ჩვენი გუნდის ესპანელი გოლკიპერი ხოსე პერალესი (2) და შემტევი ლევან შენგელია (5) შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა გუნდის კაპიტანი გუჯა რუხაია (3), ხოსე პერალესი (3), ნახევარმცველი ნიკა ნინუა (2) და ლევან შენგელია (4) დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ასევე ნიკა ნინუას (3), ხოსე პერალესს (3) და ლევან შენგელიას (5) დაუთმო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019