29.05.2019
ნინუა და კობოური ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 და 10 ივნისს ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ჯვაროსნები ჯერ საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი სლოვენიას. ორივე მატჩი სტუმრად ჩატარდება. გია ცეცაძემ აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ნიკა ნინუას და დავით კობოურს უხმო. ნაკრებში გამოიძახეს ასევე ჩვენი კლუბიდან განათხოვრებული ფეხბურთელებიც - გიორგი მამარდაშვილი (სკ რუსთავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი ბოლნისი) და გიორგი კუცია (დილა გორი).

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019