30.05.2019
სავარაუდო მეტოქეთა სია

ახალ 2019/2020 ევროპა ლიგის სეზონს დინამო თბილისი პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს. დინამოელები გათამაშების ამ ეტაპზე საკლუბო კოეფიციენტით (cc 3.750) განთესილები იქნებიან. პირველი საკვალიფიკაცო რაუნდის წილისყრა 19 ივნისს ნიონში გაიმართება, მატჩები კი 11 და 18 ივლისს ჩატარდება. აქვე გთავაზობთ სავარაუდო მეტოქეთა სიას:
უნივერსიტატეა კრაიოვა (რუმინეთი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), რუჟომბეროკი (სლოვაკეთი), ტორსაჰვნი (ფარერები), დებრეცენი (უნგრეთი), მურა (სლოვენია), მილსამი (მოლოვა), ჰონვედი (უნგრეთი), ფლორა (ესტონეთი), ლიეპაია (ლატვია), ჰიბერნიანსი (მალტა), რეიკიავიკი (ისლანდია), ბალზანი (მალტა), ლაჩი (ალბანეთი), შემროკ როვერსი (ირლანდია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია), ნომედსი (უელსი), ბანანცი (სომხეთი), სტ. პატრიქს ატლეტიკი (ირლანდია), შკუპი (ჩრ. მაკედონია), პანდევის აკადემია (ჩრ. მაკედონია), მაკედონია (ჩრ. მაკედონია), პეტროკუბი (მოლდოვა), სპერანცა (მოლდოვა), ტეუტა (ალბანეთი), კუპსი (ფინეთი), როპსი (ფინეთი), ინტერ ტურკუ (ფინეთი), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), რადნიკი (ბოსნია), სტუმბრასი (ლიეტუვა), რიგასი (ლატვია), ჟენეს ეში (ლუქსემბურგი), გზირა იუნაიტედი (მალტა), ნარვა (ესტონეთი), ზეტა (მონტენეგრო) და ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო). ამას დამატებული 7 გუნდი, რომელიც გაივლის წინასწარ შესარჩევ რაუნდს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019