04.06.2019
ირაკლი აზაროვი ბორდოსა და ბარსელონაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა

ჩვენი გუნდის 17 წლის ტალანტი ირაკლი აზაროვი და დინამოს აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე საფრანგეთსა და ესპანეთში იმყოფებოდნენ. შეხვდნენ ბორდოსა და ბარსელონას  წარმომადგენლებს, რომლებიც დარასელიას თასის მომავალ გათამაშებაზე დაპატიჟეს, რაზეც ორივე გუნდმა მზაობა გამოთქვა და ინტერესიც გამოიჩინა. მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. ირაკლი აზაროვმა კი რამდენიმე დღიანი სტაჟირება გაიარა ბორდოსა და ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდებში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019