10.06.2019
ფრე სლოვენიაში

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვენიაში ამხანაგური შეხვედრა გამართა. ახალგაზრდა ჯვაროსნები ლენდავაში სლოვენიას 1:1 დაუზავდნენ. გოლი მასპინძელთა კარში ჩვენი გუნდიდან ჟილინაში იჯარით მყოფმა ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. მან მეტოქის საჯარიმოში ნიკა ნინუასგან მიიღო გადაცემა, ერთი შეხებით ჩამოიცილა მეტოქე და ანგარიშიც გახსნა. გია ცეცაძემ ჩვენი გუნდიდან შეხვედრაში დავით კობოური და გორის დილაში იჯარით მყოფი გიორგი კუცია ათამაშა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019