19.06.2019
დინამო მერანთან დამარცხდა

დღეს სპაერის სტადიონზე საქართველოს თასის 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის მერანმა დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრის პირველი საგოლე მომენტი სტუმრებმა ხელიდან მე- 20 წუთზე გაუშვეს. ლევან შენგელიას გარღვევა და გადაცემა, გიორგი ზარიას ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული კი ზევიდან გადაცდა კარს. საპასუხოდ ბექა გაბისკერიას ახლო მანძლიდან დარტყმული ხოსე პერალესმა მოიგერია. პირველი ტაიმის ბოლოს ლევან კუტალია ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა. მეორე ტაიმი იმავე სცენარით წარიმართა, დინამო უტევდა, მაგრამ გოლამდე საქმე არ მისულა. დამატებით დროში ორივე გუნდი მეტად გაიხსნა და შეტევებმაც იმრავლა. მასპინძლებმა 115- ე წუთზე პენალტის შესრულების უფლებაც მიიღეს, რომელიც გოლად გოგი ფიფიამ გარდასახა და დინამო 0:1 დამარცხდა.

 

მერანი  1:0  დინამო

გოლი: 1:0 ფიფია 114’

გაფრთხილება: ქარდავა 42’  შარიქაძე 44’  ფოფხაძე 54’  დათუნაიშვილი 78’ 

 

მერანი: თევდორაძე, კახელიშვილი, თევზაძე, ფოფხაძე, ჩუკვურა, გაბისკირია (შენგელიძე 110), დათუნაიშვილი, შარიქაძე, ხაბელაშვილი (ფიფია 71), დეისაძე (ქარქუზაშვილი 117), ნიქაბაძე (მიქაბერიძე 86)

დინამო: პერალესი, რუხაია (კაპლიენკო 104), მეჯუბი, მონხილი, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (შულაია 112), ზარია (ნინუა 77), შენგელია, კუხიანიძე (აბუაშვილი 94), კუტალია

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019