15.07.2019
გურამ ცხოვრებოვი - 81

1938 წელს ოქროს თაობის დინამოს გამორჩეული მცველი – გურამ ცხოვრებოვი დაიბადა. გურამ ცხოვრებოვი დინამოში 1964- დან 1970 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 179 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. 1964 წელს მოიპოვა სსრკ- ს პირველობის ოქროს მედალი, ხოლო 1967 წელს ბრინჯაოს დაეუფლა. 7- ჯერ ითამაშა საბჭოეთის ნაკრებში. ღირსების ორდენის კავალერი 1998 წელს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019