13.08.2019
ფეიენოორდთან გერმანელები იმსაჯებენ

15 აგვისტოს დინამო უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ფეიენოორდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20.30 დაიწყება, ხოლო შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 34 წლის საშა შტიგემანი გახლავთ. მას ასისტენტობას მარკო ახმიულერი და კრისტიან გიტელმანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი რობერტ შრიოდერი იქნება. უეფას დელეგატი არიელ კენეტ შიმანი ისრაელიდან გახლავთ, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი ჩეხი მიროსლავ ლიბა იქნება.

p.s. საბოლოო ვერდიქტს მატჩზე გულშემატკივრის დასწრებასთან დაკავშირებით უეფადან დღეს მივიღებთ და გაცნობებთ. ასევე უეფას გადაწყვეტილების შემდეგ შეგატყობინებთ პრეს აკრედიტაციებზე მოთხოვნის მიღებისა და გაცემის დეტალებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019