29.08.2011
დინამო არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

მოგეხსენებათ 25 აგვისტოს დინამოს სტადიონი 49 წლიანი იჯარით დინამოს გადაეცა. დღეიდან იწყება ინტენსიური სამუშაოები. სერიოზული ინვესტიციები მოხმარდება სტადიონის რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის საქმეს, რომლის დასრულების შემდეგაც დინამო არენა უკვე სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. უპირველესი ამოცანა მოედნის საფარის შეცვლაა, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება. თვენახევარში დაიგება და ექსპლუატაციაში შევა უმაღლესი ხარისხის საფარი. სრულად შეიცვლება სტადიონის განათება, სავარაუდოდ უკვე 16 ოქტომბრისთვის  ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს განახლებულ დინამო არენაზე მიიღებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019