15.07.2013
გურამ ცხოვრებოვი - 75

დღეს დინამოს ოქროს თაობის გუნდის მცველი- გურამ ცხოვრებოვი 75 წლის გახდებოდა. ცხოვრებოვი დინამოში 1964-70 წლებში ასპარეზობდა. 179 ჩატარებულ შეხვედრაში დინამოს მცველმა 5 გოლის გატანა მოახერხა. არის 1964 წლის ჩემპიონი და 1967 წლის ბრინჯაოს მედალოსანი. ორჯერ დაასახელეს 33 საუკეთესოთა შორის. 7 მატჩი ჩაატარა სსრკ- ს ნაკრების შემადგენლობაში. გურამ ცხოვრებოვი 1998 წელს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018