25.03.2014
მანუჩარ მაჩაიძე – 65

დღეს ჩვენი გუნდის ლეგენდარული კაპიტნის, ღირსების ორდენის კავალერის– მანუჩარ მაჩაიძის დაბადების დღეა. იგი ჩვენს გუნდში 1968–1980 წლებში ასპარეზობდა. ჩატარებულ 431 შეხვედრაში 62– ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა. არის 1978 წლის პირველობის გამარჯვებული. 1977 წლის გათამაშების ვერცხლის მედალოსანი და ოთხგზის პრიზიორი 1971, 1972 და 1976 (გაზაფხული–შემოდგომა) წლებში. საკავშირო თასის ორგზის გამარჯვებული 1976 და 1979 წლებში. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებული აქვს 4 შეხვედრა. ასევე 4 მატჩი გამართა ოლიმპიურ ნაკრებში. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში 8– ჯერ დაასახელეს.

დინემოელები ვულოცავთ ბატონ მანუჩარს დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებაში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018