02.08.2011
მეტოქე თბილისს გამთენიისას ეწვევა

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე ისლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი რეიკიავიკი, საქართველოს დედაქალაქში რეიკიავიკი - ამსტერდამი - სტამბული - თბილისის ავიამარშრუტით ოთხშაბათს გამთენიისას 02.45 საათზე ჩამოფრინდება. ისლანდიელები ეროვნულ სტადიონზე საღამოს 20.30 წუთზე ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ, 21.00 საათზე კი ივარჯიშებენ. დინამოელები ეროვნულის მინდორზე სავარჯიშოდ 19.30 წუთზე გავლენ, მანამდე კი 19.15 წუთზე მას-მედიის წინაშე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია წარსდგება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019