02.08.2011
დინამოს მაისურები

გასულ კვირას დინამოს მრავალი თაობის გულშემატკივრის ოცნება ასრულდა - პირველად კლუბის ისტორიაში ვიტრინებში კლუბის სათამაშო მაისურები გამოჩნდა. კომპანია ადიდასის წარმომადგენლობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველზე მდებარე საფირმო მაღაზიების ვიტრინებში, მანიკენებმა დინამოს ფორმები მოირგეს.

რუსთაველის 1 და ვაჟა-ფშაველას 8 ის მისამართებია, სადაც ქომაგებს დინამოს სათამაშო მაისურების შეძენა შეუძლიათ. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გამოვლენილმა ინტერესმა გაგვიძლიერა იმედი, რომ არც თუ ისე შორსაა დღე როცა თბილისის ეზოებში მობურთალ ბავშვები, უცხოური ნაკრებების ფორმების ნაცვლად, საკუთარი კლუბის მაისურებით  შეიმოსებიან.

ასვეე ძალიან საინტერესო სიახლეს სთავაზობს ქომაგს  ქართული ინტერნეტ მაღაზია vovovo.ge. საიტის მეშვეობით 5 ადამიანს რომლებიც ყველაზე ადრე მოახერხებენ მაისურის ფასის გადახდას, კლუბის სათამაშო ფორმა 26 პროცენტიანი დისკაუნტით შეხვდებათ, ამასთან ისინი რეიკიავიკთან გასამართ მატჩზე დასასწრებ ბილეთსაც მიიღებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019