04.08.2011
რეიკიავიკმაც ივარჯიშა

როგორც თქვენთვის ცნობილია ისლანდიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რუნარ კრისტიანსონმა თბილისში მხოლოდ 15 ფეხბურთელი იახლა. სტუმრები საქართველოს დედაქალაქში რეიკიავიკი-ამსტერდამი-სტამბული-თბილისის ავიამარშრუტით ჩამოფრინდნენ. გუნდმა ვარჯიში დაგეგმილ დროს 21 საათზე დაიწყო. ხანგრძლივი მგზავრობით გადაღლილი ფებურთელები კრისტიანსონს განსაკუთრებით არ დაუტვირთავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019