headlines
Match
დინამო თბილისი 4 - 1 გაგრა
დინამო თბილისი: ვაწაძე (7), ვაწაძე (49), შ. კაშია (56), ჩიკვილაძე (86)
გაგრა: გაბედავა (43)
 

დინამო თბილისი: ლორია, თომაშვილი, გ. კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე, შ. კაშია, ედნილსონი, კოშკაძე, კახელიშვილი, აკირემი, ვაწაძე.

გაგრა: თევდორაძე, ჩენსუ, გაბედავა, ჩხეტიანი, კვასხვაძე, ოქრიაშვილი, შალიკაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, ქორთუა, გულორდავა, დასილვა.

მთავარი მსაჯი: ლ. სილაგავა.

3წთ: კუთხური დინამოს კართან.

4წთ: აკირემის თავური დარტყმა თევდორაძემ მოიგერია.

7წთ: კახელიშვილის პასის შემდეგ, მათე ვაწაძე ურტყამს ახლო მანძილიდან და ანგარიში გაიხსნა. ჩვენი გუნდი 1-0 იგებს.  

10წთ: ტრავმირებული ჩენსუს ნაცვლად ტყეშელაშვილი გამოდის.

14წთ: აკირემის ჩინებული პასის შემდეგ, მათე ვაწაძე ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ არაზუსტად ურტყამს, სტუმრები გადარჩნენ.

17წთ: კოშკაძე აწვდის ბურთს საჯარიმოში, აკირემს შეეძლო გატანა ახლო მანძილიდან.

25წთ: შოთა კაშიას გარღვევა მარჯვენა ფლანგიდან, მცველები კუთხურზე იგერიებენ ბურთს.

26წთ: კუთხური ამჯერად დინამოს კართან. 

35წთ: შეხვედრის ტემპმა შედარებით იკლო, თუმცა მატჩის მსვლელობას დინამოლები აკონტროლებენ. 

40წთ: კოშკაძემ დაარტყა საჯარიმოს გარედან, თევდორაძეს არ გასჭირვებია ბურთის აღება.

43წთ: გაგრელთა იშვიათი შეტევა დინამოელთა საჯარიმოში მყოფი გაბედავას შედეგიანი დარტყმით დასრულდა, ანგარიში გათანაბრდა 1-1.

45წთ: კოშკაძე აწვდის ბურთს საჯარიმოში, აკირემის თავური, თევდორაძე ადგილზე ხვდება ბურთს. 

45წთ: პირველი ტაიმი დასრულდა. 

49წთ: შოთა კაშია შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მას კარში დარტყმაც შეეძლო, მაგრამ კიდევ უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ვაწაძეს გადააწოდა და მათემ დუბლი შეასრულა, დინამო 2-1 იგებს. 

55წთ: გაფრთხილება კახელიშვილი.

56წთ: კოშკაძის შესანიშნავი გადაცემა მოედნის ცენტრიდან, შოთა კაშიამ წამით დაასწრო სტუმართა მეკარეს და ანგარიში უკვე 3-1.

58წთ: გურამ კაშია ურტყამს საჯრიმოს ოციოდე მეტრიდან, თევდორაძემ ფეხით რის ვაი-ვაგლახით მოიგერია ბურთი.

60წთ: დინამოელთა რიგებში ცვლილებაა, მოედანზე აკირემის ნაცვლად ფირცხალავა გამოდის.

61წთ: ედნილსონმა მოაწოდა კუთხური, ჩიკვილაძის თავური არაზუსტია.  

61წთ: გულორდავას ნაცვლად გაბუნია გამოდის.

62წთ: გაფრთხილება შალიკაშვილი. 

66წთ: კვასხვაძის ნაცვლად პავლიაშვილი.

69წთ: ფირცხალავას გადაცემის შემდეგ ვაწაძემ მოახერხა მცველთან ორთაბრძოლაში ერთი შეხებით დარტყმა. ბურთი აცდა მიზანს.

76წთ: ვაწაძის ნაცვლად ჯუისი გამოდის.

79წთ: გაბედავამ დაარტყა საშუალო დისტანციიდან, ლორიამ უპრობლემოდ აიღო ბურთი.

86წთ:ედნილსონმა შეასრულა სტანდარტი, ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, ჩიკვილაძის თავური დარტყმა და 4-1. თენგიზ ჩიკვილაძემ სადებიუტო შეხვედრაში, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში თავის გამოჩენა შეძლო.

87წთ: კოშკაძის ნაცვლად ნემსაძე. 

მატჩი დასრულდა.