headlines
ფანკლუბი

ფანები

დინამო თბილისი დაარსების დღიდან ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის საყვარელი გუნდი იყო და არასდროს აკლდა გულშემატკივართა მხარდაჭერა. სამწუხაროდ ბოლო წლებში სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო საქართველოს ჩემპიონატს გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ზურგი აქცია. თამაშზე მაყურებელთა რიცხვმა კატასტროფულად იკლო, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც ყველგან და ყოველთვის საყვარელი გუნდის გვერდით დგანან და ნებისმიერ შეხვედრაში, ეროვნული ჩემიონატის მატჩი იქნება ეს, თუ  საერთაშორისო შეხვედრა, ჩვენი გუნდის თავგამოდებული მხარდამჭერები არიან. 

ფანები2

თანამედროვე ფან-კლუბის დაარსების თარიღად 1998 წლის ნოემბერი მიიჩნევა, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფმა სცადა გულშემატკივრობისთვის ორგანიზაციული სახე მიეცა. მოხდა საკლუბო ატრიბურიკის დამზადებაც. დაწყებული 1998 წლიდან იცვლებოდა დინამოს ფანების რაოდენობა, მაგრამ ყოველთვის უცვლელი გახლდათ მათი დამოკიდებულება საყვარელი კლუბის მიმართ.

დღესაც დინამოს ქომაგები - გლადიატორები, ყოველთვის და ყველგან მხარში უდგანან დინამოს. დინამოს ფანები გუნდის ყველა შეხვედრას ესწრებიან, იქნება ეს საშინაო თუ გასვლითი მატჩი და ხმამაღლა შეძახილებით და სიმღერებით ამხნევებენ გუნდს და თავისი წვლილი შეაქვთ დინამოს გამარჯვებებში.

ფანები3

დინამოს ფან-კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც უყვარს ჩვენი გუნდი და შეუძლია 90 წუთის განმავლობაში დინამოს მე-12 ფეხბურთელად იქცეს. ფან-კლუბის წევრები უზრუნველყოფილი იქნებიან მატჩზე დასასწრები ბილეთებით და ტრანსპორტირებით გასვლით მატჩებზე. გამორჩეულ ფანებს გადაეცემათ კლუბის მაისურები და სხვა ატრიბუტიკა. ჩვენი ტელეფონია 893 358014, 53 20 68