headlines
ბაზა

baza

"დინამოს" ბაზა 1940 წელს გაიხსნა. იგი თავისი მაჩვენებლებით იმ დროის ყველა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. სამსართულიანი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსი გადაჭიმულია 1651 კვ მეტრის ფართობზე. ბაზის ტერიტორია ნაძვნარსა და ყვავილნარშია ჩაფლული, რაც მას მეტ სიმყუდროვესა და ხიბლს მატებს.

თავისი მნიშვნელობით იგი ქართული ფეხბურთვისათვის ფასდაუდებელი ნაგებობაა, რომელზეც არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელების პლეადა გაიზარდა. ჩივაძე, შენგელია, დარასელია, სულაქველიძე. შედარებით ახალი პლეადის დინამოელები კი მთელს ევროპაში არიან მიმოფანტულნი: კობიაშვილი, კალაძე, ქინქლაძე, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, იაშვილი, ყაველეშვილი, ძმები არველაძეები და სხვანი.

ბაზაზე ორი სტანდარტული ზომის ბალახისაფრიანი და ერთიც სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანია. გარდა ამისა აქვე ორი მინი ფეხბურთის მოედანი, 400 კვ მეტრზე გაჭიმულია სავარჯიშო დარბაზი, რომელიც თანამედროვე ტრენეჟორებითაა აღჭურვილი. ბაზის ტერიტორიაზევეა ჯაკუზი, წყალქვეშა მასაჟების კაბინეტი, საუნა, საცურაო აუზი და მოსასვენებელი ოთახი. ფეხბურთელთათვის განთავსებულია 20 ორადგილიანი ოთახი. დამონტაჟებულია განათების სისტემები რისი დამსახურებითაც აქ შესაძლებელია საწვრთნელი პროცესები დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჩატარდეს. სავარჯიშო მოედნებს კი მთლიანად გამოეცვალათ საფარი და დრენაჟი.

ბაზის კომფორტულობის გამო იგი არაერთხელ გამოუყენებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მისით აღფრთოვანებული დარჩენილან ესპანელი, პორტუგალიელი და ჰოლანდიელი ჟურნალისტები, რომლებიც უეფას თასის მატჩებზე შესაბამისად ახლდნენ: "ატლეტიკს", "ბრაგას", "ვილემს".

სიძველის გამო ბაზა რეკონსტრუქციას მოითხოვდა და 2001 წელს მას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. რის შემდეგაც თანამედროვე, ფეშენებელურთან მიახლოებული იერსახე მიიღო. ბაზის იდეალურ მდგომარეობაში ყოფნას უზრუნველყოფს ათეულობით მოსამსახურე პერსონალი.

თავისი აღჭურვილობითა და სავარჯიშო პირობებით "დინამოს" საწვრთნელ ბაზას ბადალი არ ჰყავს მთელს საქართველოში.